"ჩვენს შვილებს ბოლომდე დავიცავთ" - სალომე ზურაბიშვილი დედების მარშს შეუერთდა
საქართველოს პრეზიდენტი დედების მარშს შეუერთდა - სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლიდან გამოვიდა და დედებს, რომლებიც აქციას მართავენ მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის მადლობა დაიმსახურეს იმ ახალგაზრდებმაც, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მომავალს 16 დღეზე მეტია ქუჩაში იცავენ.
"პრეზიდენტი ხართ მხოლოდ თქვენ", "არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ ყაველაშვილს" - ამბობენ დედები.
მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს. ყველანი ვართ დედები, ყველანი ჩვენი შვილია, ვინც აქ დგანან ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
რამდენიმე წუთის წინ, ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დასვა.