"ქართულმა ოცნებამ" მისივე გამოყვანილი პარტაქტივი დაშალა

14.12.24 19:21
"ქართულმა ოცნებამ" მისივე გამოყვანილი პარტაქტივი დაშალა

"ქართულმა ოცნებამ" მისივე გამოყვანილი პარტაქტივი დაშალა. "დავიშალეთ"  - უთხრა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძეს ჭიჭინაძეზე შეკრებილ მხარდამჭერებს. 

„აქ ცუდი რაღაც მოხდება და არ გვინდა რა, დავიშალოთ“ - მიმართა მამუკა მდინარაძემ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეკრებილებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსთაველზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იყვნენ მისულები.

ტვ პირველის კითხვას, რომელიც საჯარო მოხელეების მობილიზებას ეხებოდა "ოცნების" ლიდერმა ასე უპასუხა:

აბა, რომელია საჯარო მოხელე, დამანახეთ. მხარდამჭერი კი არა, ნაძვის ხეზე მოდიოდა ხალხი ახლა ბოლო-ბოლო მართლა ნუ გაახურეთ საქმე რა“, - უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

მოქალაქეების პროტესტმა შედეგი გამოიღო - თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადადო. ამის შესახებ კალაძემ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები