კალაძის გადაწყვეტილება, ზეიმი გაემართა იქ, სადაც ახალგაზრდებს აწამებდნენ, ამორალურია - ლილე ლიპატრელიანი
კალაძის გადაწყვეტილება, ზეიმი გაემართა იქ, სადაც ახალგაზრდებს აწამებდნენ, ამორალურია, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლილე ლიპარტელიანი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, გუშინ, რუსთაველზე, მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის პროვოკაციის მოწყობა არაერთხელ სცადეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის აღკვეთა მოახერხეს.
სრულიად ამორალური იყო კახი კალაძის გადაწყვეტილება, იქ, სადაც, 17 დღის განმავლობაში ახალგაზრდებს სცემენ, ძვლებში ამტვრევენ, ძირითადად სახის მიდამოში აყენებენ დაზიანებებს და 500-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია, არიან ძირითადად ახალგაზრდები, ნაწილზე სისხლის სამართლის საქმეები აღძღული სრულიად უმიზეზოდ. მშვიდობიან პროტესტს ბრუტალური მეთოდებით არბევენ, აი, იმ ადგილას, გადაწყვიტა, რომ აანთოს ნაძვის ხე, მაგრამ რელაობაში რა მოხდა? მეც იქ ვიყავი გუშინ. 17:00 საათიდან დაიწყო უკვე პროვოკაციების მოწყობა, თუმცა მოხდა მომიტინგეების მხრიდან ეს აღკევთა ამ პროვოკაციების, - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.
შეგახსენებთ, რომ შაბათის ეთერმა დაადგინა იმ საჯარო მოხელეთა ნაწილის ვინაობა, ვინც "ოცნებამ" ზეიმის მსურველ მოქალაქეებად გაასაღა. მათ შორის არიან საბავშვო ბაღის თანამშრომლები, ბაღის დირექტორები, კრწანისის გამგეობის წევრები და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატები. "პირველების" კამერამ ოცნების მიერ საგანგებოდ მიყვანილ ხალხს შორის დააფიქსირა არაერთ სკანდალში გახვეული საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც.