გაშიფრულია საჯარო მოხელეთა ნაწილი, რომელიც "ოცნებამ" "ზეიმის მსურველ მოქალაქეებად" გაასაღა
"შაბათის ეთერმა" გაშიფრა საჯარო მოხელეთა ნაწილი, რომელიც "ოცნებამ" "ზეიმის მსურველ მოქალაქეებად" გაასაღა - მათ შორის არიან საბავშვო ბაღის თანამშრომლები, ბაღის დირექტორები, კრწანისის გამგეობის წევრები და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატები.
კონტრაქციაზე იმყოფებოდნენ:
- ლაშა გვენეტაძე - კრწანისის გამგეობის თანამშრომელი
- უჩა ცინცაძე - კრწანისის გამგეობასთან დაახლოებული პირი, რომელიც არაერთი ტენდერის გამარჯცვებულია, ასევე მისი მეუღლე საარჩრვნო კომისიის კოორდინატორი ნინო მაისურაძე.
- ნათია ბერიკაული - 71-ე ბაგა-ბაღის თანამშრომელი და მე-14 საუბნო საარჩრვნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
- ლევან ჯაფარიძე - კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი.
- სოფო კაპანაძე - 76-ე ბაგა ბაღის დირექტორი.
- ქეთი წიქრიშვილი - კრწანისის მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომელი
- ლაშა ცაგურია - კრწანისის მაჭორიტარის ბიუროს უფროსი.
"ოცნების"მიერ საგანგებოდ მიყვანილ პირებს შორის ასევე იდენტიფიცირებულები არიან:
- კადრებში, რომელიც "პირველებმა" ჭიჭინაძის ქუჩაძე გადაიღო, ჩანს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე.
- იანტბელიძე არაერთ სკანდალშია გახვეული: რამდენიმე დღის წინ, ეს უკანასკნელი, ევროპული აქციის მონაწილეებს ღიად ემურებოდა.
- გიორგი იანტბელიძის სახელი გაჟღერდა, 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში მომხდარი ძაადობის საქმეში, როცა ოპოზიციას "ოცნების" ე.წ. ზონდერები ოპოზიციის წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ.
ცნობისთვის, რუსთაველზე მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე, "ქართულმა ოცნებამ" საახალწლო ნაძვის ხის ანთება გადადო და იმიტირებულ ზეიმში მონაწილე საჯარო მოხელეები, უკან გააბრუნა.
დღეს ხალხთან იდგა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნები მოითხოვა.
ზურაბიშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე იყო ნათელა მაჭავარიანი - გეგა კობახიძის დედა. მეორე მოთხოვნა, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა სწორედ მან გააჟღერა.