"არ მინდა სხვა მშობლებმაც იგივე გადაიტანონ" - გეგა კობახიძის დედა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

14.12.24 19:35
"არ მინდა სხვა მშობლებმაც იგივე გადაიტანონ" - გეგა კობახიძის დედა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

გეგა კობახიძის დედა, ნათელა მაჭავარიანი, რომელიც რუსთაველზე პრეზიდენტთან ერთად მივიდა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს. 

არ მინდა სხვა მშობლებმაც იგივე გადაიტანონ, რაც მე გადავიტანე - ამბობს ნათელა მაჭავარიანი

მე, როგორც გეგა კობახიძის დედა, მაწუხებს ეს დაპატიმრებული ბავშვები, ნაწვალები ბავშვები. მე რაც გადავიტანე, არ მინდა არცერთმა მშობელმა და დედამ ეს გადაიტანოს. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ", - განაცხადა ნათელა მაჭავარიანმა. 

ფოტო: პუბლიკა