გუშინ ჩვენ ვიხილეთ ხალხის მხარდაჭერისგან სრულიად დაცლილი და გაკოტრებული „ოცნების“ ნამდვილი სახე - შარაშიძე

15.12.24 11:21
გუშინ ჩვენ ვიხილეთ ხალხის მხარდაჭერისგან სრულიად დაცლილი და გაკოტრებული „ოცნების“ ნამდვილი სახე - შარაშიძე

ვიხილეთ ხალხის მხარდაჭერისგან სრულიად დაცლილი და გაკოტრებული „ოცნების“ ნამდვილი სახე - ასე აფასებს გახარიას გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც "ოცნებამ" საახაწლო ზეიმზე საჯარო მოხელეების მიიყვანა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს იყო მორიგი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერიამ საკუთარი პარტაქტივი "დაასაქმა".  მისი თქმით, ცხადია, რომ "ოცნებას" ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვს. 

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ხალხის მხარდაჭერისგან სრულიად დაცლილი და გაკოტრებული „ოცნების“ ნამდვილი სახე. იმ „ოცნების“, რომელმაც ამჯერად უკვე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი ვერ შეძლო. ეს არ არის, სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა, როდესაც „ოცნება“ და კალაძე, განსაკუთრებით თბილისის მერია დაკავებული ამ პარტაქტივის დასაქმებით, ასე ვთქვათ, ამ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, ვისაც ხელფასს უხდის სახელმწიფო. „ოცნებას“ აღარ აქვს არანაირი მხარდაჭერა ხალხში. ხალხი დგას რუსთაველზე, ხალხი აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს, ხალხი აპროტესტებს ევროპული მომავლის მოპარვას, - ამბობს შარაშიძე. 
 

შეგახსენებთ, რომ შაბათის ეთერმა დაადგინა იმ საჯარო მოხელეთა ნაწილის ვინაობა, ვინც "ოცნებამ" ზეიმის მსურველ მოქალაქეებად გაასაღა. მათ შორის არიან საბავშვო ბაღის თანამშრომლები, ბაღის დირექტორები, კრწანისის გამგეობის წევრები და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატები. "პირველების" კამერამ ოცნების მიერ საგანგებოდ მიყვანილ ხალხს შორის დააფიქსირა არაერთ სკანდალში გახვეული საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც.   

მსგავსი სიახლეები