ყველა მოძალადემ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება - გიორგი ვაშაძე ესტონეთის სანქციებზე
ესტონეთის გადაწყვეტილებას, რომელმაც ირაკლი კობახიძე და "ოცნების" კიდევ 13 მაღალჩინოსანი დაასანქცირა, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიესალმება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მოძალადეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ანტიდემოკრატიული ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება.
ვაშაძე ფიქრობს, რომ ესტონეთის შემდეგ "ოცნებას" სანქციებს უკვე ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც დაუწესებენ.
მივესალმები ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ყველა დამნაშავე, მოძალადე, ყველა გამყალბებელმა ქართველი ხალხის ნების, უნდა იცოდეს, რომ მათ მიმართ იქნება ყველა ქმედება დემოკრატიული ქვეყნებისგან გამოყენებული, რომ შეწყვიტონ ეს ძალადობა და რაც მთავარია, შეეშვან ქართველი ხალხის ნების გაყალბებას. მომავალ კვირაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს, რომელიც მათ დაუმძიმებს ყოველდღიურ ცხოვრებას და რაც მთავარია, სისტემა აუცილებლად ჩამოიშლება და საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი იზეიმებს დიდ გამარჯვებას, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
სანქცირებულია ირაკლი კობახიძე. იერიში რეჟიმის პრემიერ-მინისტრზე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიტანა. ესტონეთმა კობახიძესთან ერთად სანქციები ქართველი ხალხის დარბევასა და წამება პასუხისმგებელ კიდევ 13 პირს დაადო. ამის შეასხებ მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ევროკავსირის წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდა.