ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი დაუსჯელი არ დარჩება - თეონა აქუბარდია

15.12.24 13:15
ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი დაუსჯელი არ დარჩება - თეონა აქუბარდია

ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი დაუსჯელი არ დარჩება, -  გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია  ესტონეთის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც ირაკლი კობახიძეს და კიდევ 13 მაღალჩინონანს სანქციები დაუწესა. 

ესტონეთის ახალი სანქციები ირაკლი კობახიძის და 13 პირზე კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ძალადობა და წამების მეთოდები, რომელსაც ივანიშვილის „ოცნება“ იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, დემოკრატიის ავტორიტარიზმის გარდასაქმნელად, საბოლოო ჯამში, არ იქნება დასუჯელი და მათ შორის, მოწოდება, რომ ევროკავშირმა აიღოს მაგალითად მათი სანქციები და მათ შორის, პროცესი, რომელსაც აგრძელებს საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია, არის იმის დასტური, რომ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი დაუსჯელი არ დარჩება დასავლეთის მხრიდან, - ამბობს აქუბარდია.  
 

სანქცირებულია ირაკლი კობახიძე. იერიში რეჟიმის პრემიერ-მინისტრზე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიტანა. ესტონეთმა კობახიძესთან ერთად სანქციები ქართველი ხალხის დარბევასა და წამება პასუხისმგებელ კიდევ 13 პირს დაადო. ამის შეასხებ მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ევროკავსირის წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდა.   

მსგავსი სიახლეები