კალაძე ამტკიცებს, რომ სანქციები "დროებითია და პრობლემას არ წარმოადგენს"

15.12.24 15:07
კალაძე ამტკიცებს, რომ სანქციები "დროებითია და პრობლემას არ წარმოადგენს"

ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ "ოცნების" გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ ეს "დროებითია". კახა კალაძე ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ში მუშაობას ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს, მსოფლიოშიც და საქართველოშიც ვითარება რადიკალურად შეიცვლება.  

საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არის დროებითი პროცესი. ყველანაირი სიბინძურის კადრების სრული პიკი. თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ, შავია და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრი შეყრის.კარგად ვხედავთ, თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს. 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას აშშ-ში პრეზიდენტი, რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაში, - ამბობს კალაძე. 

სანქცირებულია ირაკლი კობახიძე. იერიში რეჟიმის პრემიერ-მინისტრზე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიტანა. ესტონეთმა კობახიძესთან ერთად სანქციები ქართველი ხალხის დარბევასა და წამება პასუხისმგებელ კიდევ 13 პირს დაადო. ამის შეასხებ მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ევროკავსირის წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდა.    

მსგავსი სიახლეები