პრემიერის დასანქცირება საბოლოო განაცხადია, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ ვერ წავა - გრიგოლ გეგელია
პრემიერის დასანქცირება საბოლოო განაცხადია, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ ვერ წავა , - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ვიდრე "ოცნების" ხელისუფლება არ შეიცვლება, საქართველო ვერც განვითარდება და ვერც მშვიდობა დაისადგურებს.
როდესაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი სანქცირდება, ეს არის საბოლოო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქვეყანა ვერ წავა ევროპული კავშირისკენ, ვერ წავა ნატოსკენ. ამ ქვეყნის ადგილი არ იქნება არცერთ ძირითადად მაგიდასთან, სადაც ახლა კრიტიკულად სჭირდება საქართველოს ყოფნა და სანამ ამ ხელისუფლებას არ მოვიშორებთ დემოკრატიული, ახალი არჩევნების გზით, მანამდე საქართველოს არ ქნება არავითარი რეალური პერსპექტივა არც მშვიდობის, არც განვითარების და არც კეთილდღეობის, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
სანქცირებულია ირაკლი კობახიძე. იერიში რეჟიმის პრემიერ-მინისტრზე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიტანა. ესტონეთმა კობახიძესთან ერთად სანქციები ქართველი ხალხის დარბევასა და წამება პასუხისმგებელ კიდევ 13 პირს დაადო. ამის შეასხებ მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ევროკავსირის წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდა.