ნებისმიერ მომენტში ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საუბარი ოპოზიციასთან - მდინარაძე

20.03.21 15:01
ნებისმიერ მომენტში ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საუბარი ოპოზიციასთან - მდინარაძე

ნებისმიერ მომენტში ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საუბარი ოპოზიციასთან - ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. 

იცით რომ ქვეყანაში არის შექმნილი ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და ამაზე ვმსჯელობდით. ჩვენ დღეს დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში საპარლამენტო უმრავლესობა, ის კომპრომისული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე და ნებისმიერ მომენტში შეუძლია ოპოზიციას მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ, ნებისმიერ მომენტში ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საუბარი."ქართულ ოცნებას" ჰქონდა უამრავი კომპრომისული წინადადება, შეუძლებელია რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი, ხელოვნური კრიზისით, რომელიც მათზეა დამოკიდებული რომ აღმოიფხვრას ერთ წამში ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე, მაშინ, როცა მთავარ საკითხებად აყენებენ პარლამენტში შემოსვლას, როცა აყენებ ნიკა მელიას თემას, ამ არგუმენტებით, რომელიც მათზეა დამოკიდებული აღმოიფხვრას ერთ წამში, შეუძლებელია ლაპარაკი, რომ კრიზისია ქვეყანაში- თქვა მდინარაძემ. 

მსგავსი სიახლეები