ბელგიის პრემიერ-მინისტრი: საქართველოში დიდი ოდენობით უცხოური გავლენები მოქმედებენ
ვხედავთ, თუ რა გავლენები მოქმედებენ საქართველოში - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს და პროევროპული ხალხის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს:
აი რა არის მნიშვნელოვანი - გავაგრძელოთ საქართველოს და პროევროპული ხალხის მხარდაჭერა. არ უნდა შევქმნათ სურათი, რომ ჩვენ ზურგს ვაქცევთ საქართველოს. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობები.
ვხედავთ, რაც ხდება პოლიტიკურად, მაგრამ ასევე ვხედავთ გავლენებს, რომელიც საქართველოში ხდება. გავიმეორებ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა პროევროპულ ძალებთან საქართველოში. მნიშვნელოვანია მათ ვაჩვენოთ, რომ ზურგს არ ვაქცევთ და რომ ისევ მათ მხარეს ვართ. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ის, რაც ახლა ხდება, დიდი ოდენობით უცხოური გავლენის შედეგია"- თქვა მან.
ამავე თემაზე:
- ლუქსემბურგის პრემიერი: "საქართველოში არ არის იმ ტიპის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც გვინდა ევროპულ მიწაზე გვქონდეს"
- ნაუსედა "ოცნების" პოლიტიკაზე: იმედგამაცრუებელი
- კალასი: განვიხილავთ, რეალური ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ
- მეცოლა ქართველ ხალხს: არ მიგატოვებთ