ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში - ხოშტარია

20.12.24 14:44
ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში - ხოშტარია

 ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. ოპოზციოცნერი ლიდერი ბერსეს აკრიტიკებს და ურჩევს, პატივი სცეს ქართველ ხალხს და მის ნებას. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. 

ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში. 
ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემი, დასახიჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის კანონს შევაცვლევინებ ცოტას ქოცებსო. 
პატივი ეცით ქართველ ხალხს ან შეგვეშვით. 
ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის. 
ამიტომაც არ შევხვდით არასწორად დაგეგმილ დელეგაციას, - წერს ელენე ხოშტარია. 

ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენცია გამართა. ალენ ბერსეს გზავნილები პრესკონფერენციიდან:

მსგავსი სიახლეები