"ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს" - მელია

20.12.24 14:48
"ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს" - მელია

"ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს" - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის დღევანდელ განცხადებებს.

ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ პროტესტის მოთხოვნა არა რუსული კანონის შელამაზება, არამედ ახალი არჩევნების დანიშვნაა.

გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. 

დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ)

პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა - ახალი არჩევნები", - წერს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენცია გამართა. ალენ ბერსეს გზავნილები პრესკონფერენციიდან:

მსგავსი სიახლეები