"ვის რაში აინტერესებს რუსული კანონი" - პრეზიდენტი
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შორის აუდიენცია დასრულდა - შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე იმის შესახებ ისაუბრა, რაც მხარეებმა დახურულ კარს მიღმა განიხილეს.
ქვეყნის მთავარსარდალმა ალენ ბერსეს მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ "ევროსაბჭოს დელეგაცია ცოტა გაურკვევლობაშია".
სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პირობასაც გამოეხმაურა და განაცხადა - "ვის რაში აინტერესებს რუსული კანონი".
მე შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომლებიც ცოტა გაურკვევლობაში არიან და მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ დროს ქვეყანაში ჩამოსვლა, როდესაც შენ წარმოადგენ იმ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მათ ხმა უნდა ამოიღონ, როცა მათ წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, ამიტომ ამის დაგმობა არის პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციისგან. მე მათ ავუხსენი, რომ არც მანდატი და არც მოვალეობა არ არის, რომ რაიმე კომისია დანიშნონ არაღიარებულ ხელისუფლებასთან მითუმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი. ვის რაში აინტერესებს რუსული კანონი. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების მანძილზე - ხან მიაქვთ უკან, ხან არ მიაქვთ", - ამბობს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენცია გამართა. ალენ ბერსეს გზავნილები პრესკონფერენციიდან: