ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და მისი დელეგაცია ცოტა გაუგებრობაში არიან - პრეზიდენტი

20.12.24 15:57
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და მისი დელეგაცია ცოტა გაუგებრობაში არიან - პრეზიდენტი

"მე შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომლებიც ცოტა გაუგებრობაში არიან" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ალენ ბერსესთან გამართული აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ქვეყნის მთავარსარდალმა ტრიბუნიდან პირდაპირ თქვა, რომ ქართველ ხალხს არა რუსულ კანონში ცვლილებების შეტანა, არამედ ახალი არჩევნების დანიშვნა და პროტესტის ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების დროულად გათავისუფლება სურს.

"არც მათი მანდატი და არც მოვალეობა არ არის, რომ რაიმე კომისია დანიშნონ არაღიარებულ ხელისუფლებასთან" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მე შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომლებიც ცოტა გაურკვევლობაში არიან და მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ დროს ქვეყანაში ჩამოსვლა, როდესაც შენ წარმოადგენ იმ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მათ ხმა უნდა ამოიღონ, როცა მათ წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, ამიტომ ამის დაგმობა არის პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციისგან. მე მათ ავუხსენი, რომ არც მანდატი და არც მოვალეობა არ არის, რომ რაიმე კომისია დანიშნონ არაღიარებულ ხელისუფლებასთან მითუმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი. ვის რაში აინტერესებს რუსული კანონი. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების მანძილზე - ხან მიაქვთ უკან, ხან არ მიაქვთ", - ამბობს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენცია გამართა. ალენ ბერსეს გზავნილები პრესკონფერენციიდან:

მსგავსი სიახლეები