დღეიდან უფრო სწრაფად უნდა დასრულდეს არალეგიტიმურობის პროცესი და ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს - ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნა არის კატასტროფული, უკიდურესად ნეგატიური და ძალიან კრიტიკული.
ხიდაშელი ამბობს, რომ დღეიდან უფრო ფორსირებულად, გაცილებით უფრო სწრაფად არის მოძრაობა საჭირო, რომ არალეგიტიმურობის პროცესი დასრულდეს და ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს. მისი თქმით, სწორედ ამაზე იყო საუბარი პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
არცერთი პარამეტრით, არჩევნები არ არის შეფასებული ან როგორც წარმატებული, ან დადებითი. ამიტომაც თეორიულადაც კი არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ამ არჩევნებზე რაიმე პოზიტიური შეიძლება ითქვას და ლეგიტიმაციის საკითი დადგეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანი ის იყო, რომ დღეიდან უფრო ფორსირებულად, გაცილებით უფრო სწრაფად არის მოძრაობა საჭირო, რომ ეს არალეგიტიმურობის პროცესი დასრულდეს და ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები, იმ,ისათვის, რომ სიმშვიდე მოვიპოვოთ და საბოლოო ჯამში დავბრუნდეთ ევროპული განვითარების გზაზე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.
პრეზიდენტის გზავნილები:
- მზად ვარ, ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე ივანიშვილს შევხვდე - პრეზიდენტი
- ხვალ პარლამენტის წინ, ხალხთან ვიქნები - პრეზიდენტი
- კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა - პრეზიდენტი ვრძოლის ახალ ეტაპზე საუბრობს
- ჯერ არ ვართ საბჭოთა სისტემაში, რომ კობახიძის ნათქვამი, ყველამ დაიჯეროს - პრეზიდენტი