ანა ნაცვლიშვილი: ახალი არჩევნების მოთხოვნის ირგვლივ კოორდინაცია კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის
ახალი არჩევნების მოთხოვნის ირგვლივ კოორდინაცია კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განსამუხტად ახალი არჩევნების გარდა, სხვა საშუალება არ არსებობს.
“გამოსავალი იმ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც შექმნა “ოცნებამ”, რჩება იგივე - ეს არის ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც კიდევ უფრო გაამყარა საერთაშორისო დასკვნამ, რომელიც ეუთოს მისიამ დადო. ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც ვაგრძელებთ კოორდინაციას და ეს კოორდინაცია უკვე ინტენსიურ ეტაპზე გადადის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. სხვა გამოსავალი და განმუხტვის სხვა საშუალება, რომ ქვეყანა კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოში დაბრუნდეს… [არ არის]. ყველა ნორმალური მოქალაქის ინტერესშია, აღდგეს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც გააჩერა მოძალადე რეჟიმმა. კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალებაა ახალი, სამართლიანი არჩევნები, რომელიც მისცემს მოქალაქეებს შესაძლებლობას, ზეწოლის გაყალბების, არჩევნების მიტაცების გარეშე გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი. ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივ კიდევ უფრო ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.
პრეზიდენტის გზავნილები:
- მზად ვარ, ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე ივანიშვილს შევხვდე - პრეზიდენტი
- ხვალ პარლამენტის წინ, ხალხთან ვიქნები - პრეზიდენტი
- კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა - პრეზიდენტი ვრძოლის ახალ ეტაპზე საუბრობს
- ჯერ არ ვართ საბჭოთა სისტემაში, რომ კობახიძის ნათქვამი, ყველამ დაიჯეროს - პრეზიდენტი