რა ვიცით სინდისის პატიმრების მოსამართლეზე, რომელიც დაკავებულ და ნაცემ დემონსტრანტებს ციხეში უშვებს?

21.12.24 22:01
რა ვიცით სინდისის პატიმრების მოსამართლეზე, რომელიც დაკავებულ და ნაცემ დემონსტრანტებს ციხეში უშვებს?

პირველი ინტერვიუ სანქცირებულ მოსამართლესთან, რომელმიც ქუჩაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ გამოსული ხალხის გასამართლების სპეცოპერაციაშია მხილებული.

ზვიად ცეკვავა იმ ექვს მოსამართლეს შორისა, ვინც ნაცემ, ნაწამებ და დარბეულ ხალხს, იქით აცხადებდა დამნაშავედ, სოლიდური ჯარიმებს უწერდა ან ციხეში უშვებდა. არ არსებობს მის მიერ  განხილული საქმე, სადაც, მან აქტივისტები არ დააჯარიმა ან ციხეში ადმინისტრაციული პატიმრობით არ გაუშვა.

34 წლის ზვიად ცეკვავა პოსტზე გამოსაცდელი ვადით არის დანიშნული. მოსამართლედ ის 1 ოქტომბერს  გაამწესეს. 

მოსამართლეების წრეებიდან "შაბათის ეთერმა" მოიპოვა ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე  წინასწარ დაიწყეს იმ მოსამართლეების შერჩევა, ვისაც შემდეგ დიდძალ ადმინისტრაციულ დავებს ჩააბარებდა. 

მოსამართლე ცეკვავა წლებია, სასამართლოში  სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს და საქალაქო სასამართლოს  თავმჯდომარის  ვასილ მშვენიერაძის ნდობით აღჭურვილი პირია. მშვენიერაძე კი სისტემაში  მურუსიძე-ჩინჩალაძის სანდო კაცი და ერთ -ერთი დასაყრდენია.

მოსამართლე ზვიად ცეკვავა  ერთადერთი საქართველოს ისტორიაში, რომელიც სამართლიანი სასამართლოს  პრინციპის დარღვევის გამო პოსტზე გამწესებიდან ზუსტად თვენახევარში სანქცირებულთა რიგებში აღმოჩნდა.  ესტონეთმა ცეკვავა იმ 5 მოსამართლესთან ერთად შავ სიაში შეიყვანა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ვინც აქციის მონაწილეების უსაფუძვლო დასჯის გამო ხელისუფლების დაკვეთების  შესრულებაში არიან. 

ზვიად ცეკვავა, კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა, სასამართლო  ბოსების შემდეგ, სისტემაში ახლი სანქცირებული მოსამართლეები  გამოჩნდნენ-წყაროს ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული პალატის წევრი და სასამართლო  კლანის  ნდობით აღჭურვილი პირია.

მსგავსი სიახლეები