არალეგიტიმური ხელისუფლება უნდა წავიდეს - ანა ნაცვლიშვილი
ბევრ სხვა მტკიცებულებასთან ერთად დღეს უკვე საბოლოო მყარი მტკიცებულება გვიჭირავს საერთაშორისო მისიის მიერ შექმნილი, რომელიც ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში არ ჩატარებულა დემოკრატიული არჩევნები, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეუთო ოდირის საბოლოო დასკვნა ძალია მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა და ამ მიმართულებით ოპოზიცია ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს.
შემდეგი ეტაპი არის ის, რომ მოძალადე ხელისუფლება უნდა წავიდეს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
საღამოს 21:00 საათზე სალომე ზურაბიშილი, რომელიც არის საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური მაღალი თანამდებობის პირი, მიმართავს ქართველ ხალხს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს გზავნილი არა მხოლოდ ამ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო საზოგაოებისთვის. ბევრ სხვა მტკიცებულებასთან ერთად დღეს უკვე საბოლოო მყარი მტკიცებულება გვიჭირავს საერთაშორისო მისიის მიერ შექმნილი, რომელიც ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში არ ჩატარებულა დემოკრატიული არჩევნები, არ შედგა მოძალადე, ძალაუფლების მიმტაცებელი რეჟიმის ლეგიტიმაცია, მას არავინ მიანიჭა ეს ლეგიტიმაცია. ეს უკვე შეუქცევადად დასრულებული, წარმატებული ქართველი ხალხისთვის, პროცესია. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ ალაგეტიმური ხელისუფლება უნდა წავიდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის მოთხოვნას ახალ სამართლიან არჩევნებზე ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო და ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა და ეს არის ის ამოცანა, რომელზეც უნდა გავაგრძელოთ ძალიან ინტენსიურად მუშაობა, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს, რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.
გუშინ პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.
პრეზიდენტის გზავნილები:
- მზად ვარ, ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე ივანიშვილს შევხვდე - პრეზიდენტი
- ხვალ პარლამენტის წინ, ხალხთან ვიქნები - პრეზიდენტი
- კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა - პრეზიდენტი ვრძოლის ახალ ეტაპზე საუბრობს
- ჯერ არ ვართ საბჭოთა სისტემაში, რომ კობახიძის ნათქვამი, ყველამ დაიჯეროს - პრეზიდენტი