"ოცნების" ახალი გამოგონება, რომ ეუთო-ოდირმა არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს და ძალადობას ვერ დამალავს - კოლსი

22.12.24 11:34
"ოცნების" ახალი გამოგონება, რომ ეუთო-ოდირმა არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს და ძალადობას ვერ დამალავს - კოლსი

"ოცნების" ახალი გამოგონება, რომ ეუთო-ოდირმა არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს და ძალადობას ვერ დამალავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი საუბრობს. მისი თქით, ივანიშვილის ხელისუფლების ტყუილება იზრდება, ვიდრე მათ მომგონებს მთლიანად არ გადაყლაპავს.

ევროპარლამენტარი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არა დემოკრატია, არამედ საკონსტიტუციო გადატრიალებაა. კოლსის თქმით, ქართველმა ხალხმა ახალი არჩევნების მოთხოვნა უნდა განაგრძოს, რათა ქვეყანა სამართლიანობის და თავისუფლების გზას დაუბრუნდეს. 

ტყუილები იზრდება, სანამ თავიანთ მომგონებს მთლიანად არ გადაყლაპავენ. „ქართული ოცნების“ უახლესი გამოგონება და მტკიცება, რომ ეუთო-ოდირმა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს, ამომრჩევლების დაშინებას, ძალადობასა და სისტემურ პანიპულაციას ვერ დამალავს. ეს არ არის დემოკრატია. ეს საკონსტიტუციო გადატრიალებაა. საერთაშორისო საზოგადოებამ ქართველი ხალხის გვერდით დგომა და ახალი არჩევნების მოთხოვნა უნდა გააგრძელოს იმისთვის, რომ აღადგინოს საქართველოს გზა თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ. ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ ხმად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რჩება. ძველი საბჭოური ჩვევები ძნელად კვდება, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს, ყოველთვის, - ამბობს კოლსი. 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს, რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

გუშინ პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტის გზავნილები: 

 

მსგავსი სიახლეები