ქართველი ხალხის და პარტნიორების მოთხოვნაზე "ოცნებას" რეაგირება მოუწევს - ნინო დოლიძე

22.12.24 13:18
ქართველი ხალხის და პარტნიორების მოთხოვნაზე "ოცნებას" რეაგირება მოუწევს - ნინო დოლიძე

ახალი არჩევნების დანიშვნას საერთაშორისო პარტნიორები უკვე მკაფიოდ მოითხოვენ, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ეუთო-ორიდის საბოლოო ანგარიშის შემდეგ საუბრობს. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ "ოცნებას" ქართველი ხალხის და პარტნიორების მოტხოვნაზე რეაგირება აუცილებლად მოუწევს, რადგან მოვლენების ამ რეჟიმში გაგრძელება უკვე შეუძლებელია. 

კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა არსებობს და იცით, რომ მოთხოვნა იყო ორი, მთელი საზოგადოების და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის, ეს იყო დაკავებულების გათავისუფლება და მეორე, ახალი არჩევნები. ამას უერთდება როგორც პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა მხარეები და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო მესიჯების ისმის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ჩვენ ვიხილეთ ეუთო-ოდირის დასკნა, რომელიც არის ძალიან კრიტიკული, ამიტომ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ორი რამ: ერთი, ის, რომ ქართველი ხალხი აგრძელებს ამ პროტესტს და მეორე, რა თქმა უნდა, არის საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება და აქაც ჩვენ ვხედავთ უკვე როგორი აქტიურია  როგორც აშშ, ასევე ევროკავშირი. ადრე თუ გვიან ამაზე რეაგირება მოუწევს „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ასეთი რეჟიმით გაგრძელდეს ძალიან დიდხანს, - ამბობს ნინო დოლიძე.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს, რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

გუშინ პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტის გზავნილები: 

 

მსგავსი სიახლეები