"ოცნება" ჩიხშია მომწყვდეული - ბაია პატარაია
ორგანიზაცია "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია ამბობს, რომ სახალხო პროტესტის და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე "ოცნება" ჩიხშია მომწყვდეული და ამიტომ მოლაპარაკებებზე წამოსვლა მოუწევს.
მესამე სექტორის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ ლეგიტიმაცია არ აქვს.
ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, რომ არჩევნები გააყალბეს, მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურადაც არ ვართ ვალდებულები, რომ კიდევ რაიმეს დაველოდოთ ეუთო-ოდირის დასკვნის შემდეგ, ამიტომ პრეზიდენტის აპირებს, რომ უკვე კატეგორიულად მოითხოვოს ახალი არჩევნების დანიშვნა. ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს და მან უნდა გააცნობიეროს, რომ ის არის დარჩენილი აბსოლუტურად მარტო, არც საერთაშორისო აღიარება არ აქვს მის სათამაშო, მარიონეტულ პარლამენტს და არც ქვეყნის შიგნიდან არ აქვს რეალურად რაიმე ტიპის ლეგიტიმაცია და აღიარება. ის არის ჩიხში მომწყვდეული და მას მოუწევს მოლაპარაკებებზე წამოსვლა, - ამბობს ბაია პატარაია.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს, რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.
გუშინ პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.
პრეზიდენტის გზავნილები:
- მზად ვარ, ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე ივანიშვილს შევხვდე - პრეზიდენტი
- ხვალ პარლამენტის წინ, ხალხთან ვიქნები - პრეზიდენტი
- კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა - პრეზიდენტი ვრძოლის ახალ ეტაპზე საუბრობს
- ჯერ არ ვართ საბჭოთა სისტემაში, რომ კობახიძის ნათქვამი, ყველამ დაიჯეროს - პრეზიდენტი