პრეზიდენტი ივანიშვილის სასახლეში იბარებს - რას გეგმავს ოპოზიცია?
მას შემდეგ რაც საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ირბელიანის სასახლეში დაიბარა, მოვლენათა ეპიცენტრი სწორედ პრეზიდენტის სასახლე ხდება.
- „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები"- თქვა სალომე ზირაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ.
- პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 დეკემბრამდე.
- აღსანშნავია, რომ მთავარი მიმართვის გაკეთება სალომე ზურაბიშვილს ე.წ. მეგაფონიდან მოუწია, რადგან რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს სიგნალი ჩაახშეს.
პრეზიდენტის გზავნილების შეფასება "ტვ პირველმა" კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სთხოვა.
ხაზარაძე სიგნალის ჩახშობას "ქართული ოცნების" აგონიას უკავშირებს.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ ოლიგარქის დაბარების ფაქტს, ოპოზიციის ლიდერმა თქვა, რომ პროდასავლური პარტიები, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წევრები სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს გამართავენ.
ხაზარაძის თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტს სასახლეში ხვალ შეხვდება - განხილვის თემა კი ის კრიზისია, რომელშიც ქვეყანა მოპარული არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, იყო ძალიან მკაფიო იმის შეხსენება არავის არ უნდა, რომ ქვეყანა არის სერიოზულ კრიზისში. ამ ქვეყანა ვცხოვრობთ ყველა, გამოსავალი ამ შექმნილი კრიზისიდან ახალი არჩევნები და ყველა პოლიტპატმრის გათავისუფლებაა. თუ რამე სინდის აქვს უნდა იცოდნენ, რომ ძალიან სერიოზული უფსკრულის პირას არის და მთავარია ახალი არჩევნები.
საკითხი გადაწყვეტილია, ქართველ ერს, ჩვენ ქვეყანას, უნდა თავსიუფელ სამყაროსთან, ევროპასთან ცხოვრება. არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება არელიგიტიმურია.
ჩვენ შევიკრიბებით პრეზიდენტთან, ოთხი პროდასავლური კოალიცია და არასამთავრობოებთან ერთად და დავდებთ სერიოზულ გეგმას, როგორ და როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ამ მოთხოვნას საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს აუცილებლად დაუჭერს , - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის თქმით, ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნისას არანაირი კანონის ქვეპუნქტების განხილვა არ უნდა იყოს.
ძალიან მკაფიოდ მაქ ეს პროცესი წარმოდგენილი - არანაირი მსჯელობა კანნმდებლობის შეცვლაზე, მერე იტყვიან, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში, კანონები შევცვალოთ და ასე შემდეგ, ეს არის სატყუარა, რომელიც ხშირად ვნახეთ. გაიხსენეთ, როგორ დამთავრდა შარლ მიშელის დოკუმენტი. ამაში შეყოლა არაფრით არ შეიძლება, არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, აუცილებელია, სახის ამომცნობი აპარატი დაემატოს იმ საიდენტიფიკაციო მანქქანებს. მსგავსი პრეცედენტები არსებობს. ამ მანქანას უყენდება ეს ხელსაწყო, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს აღრიცხვიანობის ამბავს, სიები, რომელიც არის ჩატვირთული ცნობილი უნდა იქნას წინასწარ. ამ ორ საკითხს არც პარლამენტის შეკრება არ სჭირდება.
რაც შეეხება რიცხვს - არაფრით არ შეიძლება, იყოს იმაზე საუბარი, რომ არჩევნები ჩატარდება შემოდგომაზე, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად - ეს არის სატყუარა. ჩვენ ახალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ უახლოეს თვეებში და დავამთავროთ ეს რუსული ხელისუფლება საქართველოში"- ამბობს მამუკა ხაზარაძე.