რუსული რეჟიმის ძალადობას მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტი გადაურჩა, მხარდაჭერას ვუცხადებთ მას - კუპრაძე
დღეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის ძალადობას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი და ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი - პრეზიდენტის ინსტიტუტი, სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიედრი ირაკლი კუპრაძე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არსებობს შანსი, რომ სწორედ ამ ლეგიტიმური ინსტიტუტიდან დაიწყოს ქვეყანაში დემოკრატიის და თავისუფლების გაცოცხლება.
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ოპოზიცია რუტინულ, მტკიცე წინააღმდეგობას ყველა ქალაქში განაგრძობს. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით კოალიციური პროევროპული პარტიებისგან.
საქართველო და საქართველოს მოქალაქეები აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ქართველ ხალხთან ერთად მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე და აქვს ორი მთავარი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა - ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ დღეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის ძალადობას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი და ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი - პრეზიდენტის ინსტიტუტი, სალომე ზურაბიშვილი.
ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა ახალი არჩევნების დანიშვნის არსებობს, რომ სწორედ ამ ლეგიტიმური ინსტიტუტიდან დაიწყოს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის და თავისუფლების გაცოცხლება. სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე, რომ მხარს დაუჭერს ამ ორ მთავარ მოთხოვნას და ის არ აპირებს დათმოს ლეგიტიმაცია, რაც აქვს შერჩენილი საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და რუტინულ წინააღმდეგობას, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ეს წინააღმდეგობა იქნება მტკიცე. საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით კოალიციური პროევროპული პარტიებისგან, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.