ვუერთდებით პრეზიდენტის განცხადებას, ახალი არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს - ოპოზიცია
26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული 4 პოლიტიკური პარტია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, უერთდებიან.
ამის შესახებ დღეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, ეუთო/ოდირის დასკვნამ მკაფიო გახადა არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანას ახალი, რეჟიმისგან თავისუფალი არჩევნების ჩატარება სჭირდება.
ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოო დაადასტურა, რომ არჩევნები ახლიდან არის ჩასატარებელი საქართველოში. არ არსებობს არც ერთ კომპონენტი, რომლითაც შეიძლება, ეს არჩევნები რაიმენაირად ჩაითვალოს ჩატარებულად.
ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს. ჩვენ მზად ვართ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით მოხდეს არჩევნების თარიღსა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება", - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.