თბილისში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრა იწყება - ადგილზე მივიდა პრეზიდენტის წარმომადგენელიც

23.12.24 17:11
თბილისში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრა იწყება - ადგილზე მივიდა პრეზიდენტის წარმომადგენელიც

თბილისში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრაა იწყება. პროდასავლური პარტიების ლიდერები გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში იკრიბებიან.

სულ რამდენიმე წუთის წინ შეხვედრაზე მივიდა პრეზიდენტის წარმომადგენელი ნათია სულავაც.

ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ბოლოო კონსულტაციები უნდა გაიაროს და ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში მისვლამდეე პოზიციები შეაჯეროს.

მთავარი მიზანია უკუკავშირი მოვახდინოთ პრზიდენტის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით. მოვილპარაკოთ, ჩვენ თვითონ როგორ ვხედავთ პროცესების გაგრძელებას. მნიშვნელოვანია, უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ვიფიქროთ. ჩვენ მხოლოდ პროცესის მეთვალყურეები ვერ ვიქნებით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი უნდა შეიცვალოს და ამისთვის პოლიტიკური ფორმალიზაცია სჭირდება. ვიმსჯელებთ როგორ წარმოგვიდგენია ახალია არჩევნები როგორც დანიშვნის, ასევე ჩატარების ნაწილში. ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე გადაწყვეტილება სწრაფად უნდა იქნება მიღებული“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ შეხვედრის დაწყებამდე.

მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო, პრეზიდენტმა ვადა დაასახელა, 29 -მდე არჩევენების თარიღი უნდა დაინიშნოს. ამ წუთამდე ოცნებსი პასუხი არ გვსმენია, მაგრამ მათ მოუწევთ ხალხის ნებაზე დაყოლა. ჩვენ ვაპირებთ ვიმსჯელოთ, როდის და როგორ ჩატარდეს არჩევნები და ასევე ეუთო/ოდირმის დასკვნამ ახალი რეალობა შექმნა, რომლითაც ცალსახად ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს. მეორე მნიშვნეოვანი საკითხია სანქციები, რაც იმის ნიშანია, რომ საუბრიდან ქმედებებზე გადავიდნენ ჩვენი პარტნიორები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები