"ძირითადი თემა შექმნილი ვითარებაა, ქვეყანას დემოკრატიულ კალაპოტში დასაბრუნებლად გამოსავალი უნდა შევთავაზოთ" - ოპოზიციის შეხვედრა გრძელდება

23.12.24 18:50
"ძირითადი თემა შექმნილი ვითარებაა, ქვეყანას დემოკრატიულ კალაპოტში დასაბრუნებლად გამოსავალი უნდა შევთავაზოთ" - ოპოზიციის შეხვედრა გრძელდება

გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრაზე შესვენება გამოცხადდა - პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა "ტვ პირველთან" განაცხადა, რომ მხარეები დახურულ კარს მიღმა ქვეყანაში არსებულ კრიზისსა და გამოსავლის გზებზე მსჯელობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, აუდიენციის შესახებ მეტ დეტალზე საუბარი ამ დროისთვის არ შეუძლია, რადგან შეხვედრა დასრულებული არ არის და ჯერ კიდევ მიმდინარეობს - "განიხილება სხვადასხვა ვერსიები. არ იქნება სწორი წინასწარ ვთქვა, რაზე შევთანხმდებით"

არ იქნება სწორი იმაზე ადრე ვთქვა, ვიდრე შეხვედრა დასრულდება. შეხვედრა კვლავ მიმდინარეობს. ძირითადი თემა შექმნილი ვითარებაა და ის ნაბიჯები, რომელიც კოორდინირებულად უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოსავალი შევთავაზოთ და დაბრუნდეს დემოკრატიულ კალაპოტში. განიხილება სხვადასხვა ვერსიები. რაზე შევთანხმდებით და ჩამოვყალიბდებით არ იქნება სწორი, რომ წინასწარ ვთქვა, რადგან მსჯელობა მიმდინარეობს", - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

მსგავსი სიახლეები