"საქართველო არასდროს ნებდება, არ თმობს, როცა მართალი არის, ერთგული ვარ ჯარის" - პრეზიდენტი
''საქართველო არასდროს ნებდება, არ თმობს, როცა მართალი არის, ერთგული ვარ ჯარის'' - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ქვეყნის მთავარსარდლის თქმით, ბოლომდე დარჩება კონსტიტუციის ერთგული, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში შეიყვანს.
ერთგული ვარ ამ ქვეყნის, ჯარის, ხალხის კონსტიტუციის, რაც არ უნდა იყოს ნათქვამი, რომ მე არაერთხელ თუ ორჯერ კონსტიტუცია დავარღვიე, ეს ყველაფერი არის აბსურდი მითუმეტეს იმათგან, ვინც არღვევენ და ფეხქვეშ თელენ ამ კონსტიტუციას იმათგან. მე ვარ ერთგული არამხოლოდ კონსტიტუციის არამედ მისი სულისკვეთების. იმ დღეს, როცა მე ფიცი დავდე ამ კონსტიტუციაზე ასევე ვარ ერთგული არ შემიცვლია არაფერი ერთგული ვარ საქართველოსი, კონსტიტუციის და მისი ყველა პრინციპის, რომელიც იწყება ყველა იმ ადამიანის უფლებების პრინციპით, რომელიც დღეს არის დარღვეული. არჩევნების უფლება, რომელიც ამგვარადა არის დარღვეული და გამოთქმის და შეკრების. ეს კონსტიტუცია არის ის, რაც მიგვიყვანს ევროპამდე, ეს წერია კონსტიტუციაში და ვარ და ვიქნები სწორედ იმ მუხლის, რომელიც გვავალდებულებს, რომ ჩვენ ყველაფერი გავკეტოთ, იმისთვის რომ ეს ქვეყანა შევიყვანოთ თავის ევროპულ ოჯახში, სადაც ეკუთვნის მას. მ,ე ასევე ერთგული ვიქნები ხალხის. თქვენ ახორციელებთ ამ ყოველდღიურ ბრძოლას, როცა არ იღლებით. ვიღაცამ თქვა, რომ თქვენ თითქოს კომფორტში ხართ გარეთ. მე ვიცი, თუ რა კომფორტი არის გარეთ, მითუმეტეს ამ შუა ზამთრის ცივ ღამეებში, მაგრამ თქვენ იცით რისთვისაცაა იბრძვით და ეს არის დამახასიათებელი საქართველოსთვის საუკუნეობით მანძილზე'', - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.