თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც კალაძე ბიუჯეტს ამტკიცებს, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა

24.12.24 11:29
თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც კალაძე ბიუჯეტს ამტკიცებს, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა

ამ წუთებში თბილისის საკრებულოში კახა კალაძე ბიუჯეტს ამტკიცებს. სხდომას ოპოზიციის არცერთი წევრი არ ესწრება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც "ოცნება" მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ მეთოდებს იყენებს, კახა კალაძისთვის კითხვების დასმას არ გეგმავენ. მათი თქმით, ამ პროცესიდან ერთადერთი გამოსავალი ახლა მხოლოდ ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა. 

კოალიციის შემადგენლობიდან ჩვენ ვართ 6 საკრებულოს წევრი და არცერთი ჩვენგანი დღეს არ დაესწრება საკრებულოს სხდომას. ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი, რა ძალადობასაც ახორციელებს ხელისუფლება თავისუფალ მომიტინგეებზე, არ არის მისაღები და ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც, უბრალოდ, არ შეიძლება ასეთი სადისკუციო სივრცის გაყოფა, ასევე რაიმე ტიპის თანამშრომლობა მასთან ჩვენი მხრიდან სრულად წარმოუდგენელია, - ამბობს კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი. 

სხდომაზე დასწრებას არც "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" და არც გახარიას გუნდის წევრები გეგმავენ. ამის შესახებ განცხადებები მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. 

მსგავსი სიახლეები