"ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ" - "ძლიერი საქართველო" თბილისის საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებს
სხვა ოპოზიციური კოალიციების მსგავსად თბილისის საკრებულოს სხდომას დღეს არ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები ესწრებიან. ამის შესახებ განცხადება საბა ბუაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მოძალადე და კორუფციაში ჩაფლული მთავრობის სახესთან კახი კალაძესთან კითხვები არ აქვთ. ბუაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერს საკუტარი დანაშაულებებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა საგამოძიებო ორგანოებში მას შემდეგ მოუწევს, რაც ხელისუფლება შეიცვლება.
დღეს თბილისის საკრებულოში, ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო მერი კახი კალაძე წარდგენს ყოვეწლიურ ანგარიშს, თუმცა ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და საკრებულოში ჩვენი ფრაქცია, არ ღებულობს მონაწილეობას ამ ფარსში. ჩვენ არანაირი კითხვები კახა კალაძესთან არ გაგვაჩნია. არ გაგვაჩნია კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში უსწორდებიან და კახი კალაძე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო სახე. ჩვენ ვნახეთ, რომ თბილისმა და თბილისელებმა კახი კალაძეს და ივანიშვილს უკვე გასცეს პასუხი ოქტომბერს, როდესაც მასშტაბური გაყალბების მიუხედავად, უარი უთხრეს „ქართულ ოცნებას“ და იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ როგორც საქართველოში, ისე თბილისში ახორციელებს. ამ უარის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ის ტოტალური კორუფცია, რომელშიც ჩაძირულია თბილისის მერია და კარგად ჩანს, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რისთვისაც ხელისუფლება სჭირდება კალაძეს და ივანიშვილს, რომ თბილისელების ხარჯზე აკეთონ ფული. ამ წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ მოხდა იპოდრომის გასხვისება და იქ ურბანული გენოციდისთის მწვანე შუქის ანთება. მოხდა ლაგუნა ვერეზე უმძიმესი დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება და უამრავი დანაშაული მთელი ქალაქის მასშტაბით. ეს არის ხელისუფლების მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური გამდიდრებისთვის გამოყენება. შესაბამისად, ის კითხვები, რომლებიც არსებობს აუცილებლად დაისმევა და ეს კითხვები საგამოძიებო ორგანოების მიერ მას შემდეგ, რაცმოხდება ხელისუფლების ცვლილება. იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ გაგრძელდეს ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობა და პროტესტი, ამიტომაც ყველანი უკლებლივ უნდა შევხდეთ ისევ და ისევ რუსთაველზე დღეს, ხვალ და იმდენი ხანი, რამდენიც იქნება საჭირო, - განაცხადა საბა ბუაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას პროდასავლური ოპოზიცია არ ესწრება. ყველა მათგანმა დღეს განცხადება გაავრცელა და თქვეს, რომ მოძალადე და რუსეთუმე არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან სალაპარაკო არაფერი აქვთ და ბრძოლას რუსთაველის გამზირზე განაგრძობენ.