გარდაცვლილი მედდის დედა საქართველოში დაბრუნდა

21.03.21 11:12
გარდაცვლილი მედდის დედა საქართველოში დაბრუნდა

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი მედდის დედა საქართველოში დაბრუნდა. მეგი ბაქრაძის ემიგრანტი დედა  იტალიიდან შვილის დასაფლავებისთვის დაბრუნდა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი არც ალერგიული ყოფილა და არც მძიმე ოპერაცია ჰქონია გადატანილი.მეგი ბაქრაძეს ბოლო ოპერაცია,საკეისრო კვეთა  7 წლის წინ გაუკეთეს.

ოჯახი ახალგაზრდა მედდის გარდაცვალებაზე ბრალდებებს ახალციხის "იმედის" კლინიკას უყენებს. ისინი ამბობენ, რომ ბაქრაძე დაგვიანებულ მკურნალობას და უყურადღებობას ემსხვერპლა. ოჯახი იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ  აცრის წინა დღეს მეგი ბაქრაძეს მედიკამენტები მიაღებინეს.

ახალგაზრდა  მედდის მეუღლე ამტკიცებს, რომ მისი ცოლი ჯერ კიდევ ახალციხის კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახის ადვოკატის თქმით, ისინი დამოუკიდებელ ექსპერტიზას სისხლის ნიმუშებზე ჩაატარებენ, რის შემდეგაც დადგინდება რამ გამოიწვია 27 წლის მედდის გარდაცვალება.