შინაურული ინაუგურაცია ექნებათ, ეს ქვეყნის ტრაგედიაა - გახარია ყაველაშვილზე
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ევროპელი პარტნიორების მხრიდან მიხეილ ყაველაშვილის არაღიარების საკითხი არა ერთი ადამიანის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა. მისი თქმით, ყაველაშვილი ვერც კაბინეტიდან გამოსვლას და ვერც სხვა ქვეყნების კოლეგებთან შეძლებს მოლაპარაკებების წარმოებას.
წარმომიდგენია, თავის წრეში დამალული, შინაურული ინაუგურაცია ექნებათ. სინამდვილეში, ეს ქვეყნის ტრაგედიაა, როდესაც ე. წ. პრეზიდენტი, რომელიც, ფაქტობრივად, რომელსაც უნდა შეესრულებინა ხიდის როლი ამ ძალიან რთულ პერიოდში, უბრალოდ, კაბინეტიდან ვერ გამოვა და რესურსი არ ექნება რამდენიმე მეზობლის გარდა, რომ აიღოს ტელეფონი და თავის კოლეგას დაელაპარაკოს, იმიტომ, რომ მას არავინ აღიარებს. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ადამიანის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა, - ამბობს გახარია.
მიხეილ ყაველაშვილის ლეტიგიმურობას "ქართული ოცნების" მოკავშირეებიც კი არ აღიარებენ. რეჟიმი სრულ იზოლაციაშია. ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად გამწესებულ ყაველაშვილს ამ დრომდე მილოცვა არ მიუღია არც უნგრეთიდან და არც სლოვაკეთიდან. აღიარება არ არის არც ევროკავშირისგან. ოლიგარქის მიერ პრეზიდენტად დანიშნულ ყაველაშვილს არ ულოცავს არც შეერთებული შტატები, არც ბრიტანეთი და არც კანადა. მმართველობის 12 წლისთავზე ოლიგარქის რეჟიმი ავტოკრატი ლიდერების კლუბში აღმოჩნდა.