გვაქვს ინფორმაცია, რომ მზად არის და ხელმოწერას ელოდება სანქციების მორიგი პაკეტი - ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ამერიკას სანქციების პაკეტი უკვე მომზადებული აქვს და დოკუმენტები ხელმოწერას ელოდება.
მისი თქმით, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მწვავე განაცხადებებიც სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ახალი სანქციები მალე იქნება.
“ვფიქრობ, ვნახავთ მეტ მაგინტსკის აქტს“, - განაცხადა ხიდაშელმა.
როდესაც ასეთი შტორმია ხოლმე, ყოველთვის გაქვს მოლოდინი, რომ რაღაც ხდება, ბუნებრივია, გულხელდაკრეფილები არ ვსხედვართ და ვინტერესდებით, რა ხდება. გვაქვს ინფორმაცია, რომ მზად არის და ხელმოწერას ელოდება სანქციების მორიგი პაკეტი. ვფიქრობ, დღეს, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ნამდვილად, 100 პროცენტით გახდება ცნობილი წლის ბოლომდე, თუმცა, ველოდებით დღესაც.
მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ, მაგრამ 29 დეკემბრის კონტექსტში, აუცილებლად იქნება მკვეთრი განაცხადი, ამაზე ეჭვი არავის ეპარება. ვფიქრობ, ვნახავთ მეტ მაგინტსკის აქტს, იმ ტიპის სანქციებს, რომელიც ერთი სრულად გაცხადებულია, მეორე კი არის ძალიან მძიმე, რომელიც თავის თავში მოიცავს ფინანსურ და ქონებრივ სანქციებსაც“, - განაცხადა ხიდაშელმა.