ივანიშვილის "ქართუ ბანკი" ხვალიდან უკვე დოლარით ვერ ისარგებლებს - ბაჩიაშვილი

27.12.24 22:29
ივანიშვილის "ქართუ ბანკი" ხვალიდან უკვე დოლარით ვერ ისარგებლებს - ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მის "ქართუ ბანკზეც"  იმოქმედებს.

მისი თქმით, უკვე ხვალიდან "ქართუ ბანკი" დოლარით ვერ ისარგებლებს.

ბაჩიაშვილი საუბრობს Credit Suisse-თან მოგებულ თანხაზეც და ამბობს, რომ მას ივანიშვილი ვეღარ მიიღებს.

"ქართუ ბანკი" ხვალიდან უკვე დოლარით ვერ ისარგებლებს, იმიტომ, რომ დოლარის საკორესპოდენტო ანგარიში მას აქვს მხოლოდ თბს-ში და საქართველოს ბანკში. ხვალიდან ეს ბანკები ვალდებულები იქნებიან, რომ გააჩერონ დოლარში მათი მომსახურება. რაც შეეხება Credit Suisse-ს, მას აშშ-ის ნებართვის გარეშე არ შეუძლია თანხა გადაუხადოს ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, ეს გადახდებიც იქნება გაჩერებული", - ამბობს ბაჩიაშვილი. 

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. 

მსგავსი სიახლეები