"ქართველები იბრძვიან თავისუფლების არსისათვის. თითოეულ ამერიკელს უნდა ეამაყებოდეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მათ" - ნიშანოვი

28.12.24 10:19
"ქართველები იბრძვიან თავისუფლების არსისათვის. თითოეულ ამერიკელს უნდა ეამაყებოდეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მათ" - ნიშანოვი

"ქართველები იბრძვიან თავისუფლების არსისათვის. თითოეულ ამერიკელს უნდა ეამაყებოდეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მათ" - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის მრჩეველი, ბახტი ნიშანოვი წერს.

ნიშანოვი აღნიშნავს, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება დასტურია იმისა, რომ ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას. 

ეს არის ამერიკა ჩვენთვის საუკეთესო ფორმით: მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გადამწყვეტი ქმედებებით. ქართველები იბრძვიან თავისუფლების არსისათვის. თითოეულ ამერიკელს უნდა ეამაყებოდეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მათ მისწრაფებებს ამ ქმედების საშუალებით", - წერს ნიშანოვი. 

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.  

მსგავსი სიახლეები