ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან

28.12.24 14:26
ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან

ამ წუთებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ევროპარლამენტარები ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.

სავარაუდოა, რომ დაინიუს ზალიმასი და მიხალ ვავრიკიევიჩი საქართველოს პრეზიდენტთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და ძალოვანების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ევროდეპუტატებმა აუდიენცია ოპოზიციურ სპექტრთან და მესამე სექტორთან გამართეს.