გადადგომის შემდეგ აქციაზე გავედი - ირაკლი შაიშმელაშვილი

28.12.24 21:22
გადადგომის შემდეგ აქციაზე გავედი - ირაკლი შაიშმელაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან წასვლის შემდეგ, ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციას შეუერთდდა. 

ამის შესახებ დარბევების სამმართველოს ყოფილმა უფროსმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

(მას შემდეგ რაც გადავდექი) აქციაზე ორჯერ ვიყავი გასული, მაინტერესებდა, ნიღაბი მეკეთა. ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი, რომელიც ხშირად გადის. 

აქციაზე დგანან ექიმები, პედაგოგები, ლექტორები, ხელოვანები დგანან. საქართველოში, დღეს მაღალი პასუხისმგებლობის აქციები იმართება. ევროპაში აქციები, რომ იმართება, მაღაზიებს წვავენ, ინგრევა ყველაფერი. აქ ნაგვის ურნის დაწვის დრამატიზირება ხდება"- აცხადებს შაიშმელაშვილი. 

ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი შაიშმელაშვილთან სრულად აქ: 

მსგავსი სიახლეები