სკანდალური მხილება: სპეცრაზმის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები გდდ-ში „ხარებას“ მისვლის შემდეგ აიკრძალა

28.12.24 23:49
სკანდალური მხილება: სპეცრაზმის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები გდდ-ში „ხარებას“ მისვლის შემდეგ აიკრძალა

„აქციაზე მყოფი ჯინსებში ჩაცმული ადამიანები გდდ-ს თანამშრომლები არ არიან“ - სკანდალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა "ნოდარ მელაძის" შაბათისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

ირაკლი შაიშმელაშვილი განმარტავს, რომ ზოგადად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში აქციების დროს ორი კატეგორიის დანაყოფებია წარმოდგენილი: რობოკოპები და დაკავების ჯგუფები.

რობოკოპები მოქმედებენ კოლოფის შემადგენლობაში, რომელიც რუსთაველს წმინდავს წყლის ჭავლისმანქანის გამოყენებით. მეორე არიან დაკავების ჯგუფები, თუმცა კადრებში მეც ვნახე, ასევე არიან ჯინსებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები ნამდვილად არ არიან... 

მე არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, ესეთი დეპარტამენტი არ ყოფილა, ამ დეპარტამენტს მსგავსი რამე არ გაუკეთებიათ, რაც სწავლებები ჩატარებულა, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი, სახეზეც არ ვიცი. ეს არ ემსახურება წესრიგის აღდგენას. ჩემთვის გაუგებარია, რატომ რა მიზნით, თუ არა მიზანმიმართულად, განხორციელებულიყო ამ აქციის მონაწილეებზე ანგარიშსწორება“, - ამბობს შაიშმელაშვილი.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ "გარანტიებზე", რაც შშს-ს მაღალჩინოისნებს დამრბევებისთვის აქვთ მიცემული: "ხელისუფლება იტყუება, არანაირი გამოძიება არ ტარდება". 

არავინ დაიკითხება, პირობას გაძლევთ, ამ ხელისუფლების პირობებში. ვერც დააიდენტიფიცირებენ, სისტემაშიც შეიძლება არ იცოდნენ, ვინ არიან, არ არის მათი სანომრე ნიშნები. ყველაზე მძიმე და კანონთან შეუთავსებელი ის არის, რომ ახალი წესები დააწესეს, გდდ-ს სპეციალური განყოფილების გარდა მთელმა შსს-მ მოირგო ნიღაბი, რაც არ შეიძლება. საპატრულო პოლიციამ, კრიმინალურმა პოლიციამ - ყველას უკეთია ნიღაბი. რისთვის სჭირდება ნიღაბი პოლიციელს, რომელიც იცავს სახელმწიფოს? - რომ ვერ მოხდეს მათი დაიდენტიფიცირება და ცალკეული ასეთი ბრძანებები რომ იქნება, მას მოქმედების თავისუფლების არეალი გაეზარდოს" - ამბობს შაიშმელაშვილი. 

მისივე თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შსს-ს შორის ფორმალური კომუნიკაციაა, ისინი წერილს აგზავნიან, შსს-ს კი პასუხობს, რომ საიდუმლო ინფორმაციაა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ამტკიცებს, რომ გდდ-სთვის ქუჩაში დევნა თვითმიზანს არ უნდა წარმოადგენდეს და მისთვის ახლანდელი ქმედებები სრულად გაუგებარია.  

"მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ზოგადად როგორ ვასრულებთ და სწორად როგორ არის და როგორ სრულდება - ქუჩაში დევნა თვითმიზანი არ არის, ჩემთვის, ხომ გეუბნებით, წარმოუდგენელია, რატომ, რა მიზნით, თუ არა, დავუშვათ, რაღაც მიზანმიმართული, ამ აქციის მონაწილეთა მიმართ ანგარიშსწორება ფიზიკური ანგარიშსწორება". - თქვა შაიშმელაშვილმა.

  • ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი შაიშმელაშვილთანვრცლად ნახეთ აქ:

მსგავსი სიახლეები