მოქალაქემ ლაშა ტალახაძეს ჭკუათხელი და ტლუ უწოდა

29.12.24 10:06
მოქალაქემ ლაშა ტალახაძეს ჭკუათხელი და ტლუ უწოდა

 

 

"ტალახაძე, კუნთმაგარო და ჭკუათხელო!" - ამ სიტყვებით შეაცილა ერთ-ერთმა მოქალაქემ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი ლაშა ტალახაძე საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

"ტალახაძე ტლუ!" - სკანდირებდა პროტესტის მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად, მოქალაქეები ორბელიანების სასახლესთან იკრიბებიან, სადაც ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობას გამოუცხადებენ. ზურაბიშვილი გეგმავს, საზოგადოებას მიმართოს და სამოქმედო გეგმა გაასაჯაროოს.