ათონელის სასახლესთან მოქალაქეები იკრიბებიან - ხალხი ზურაბიშვილის მიმართვის მოლოდინშია
მოვლენების ეპიცენტრი ათონელის სასახლეა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალლელურად, ხალხი მხარდაჭერას ერთადერთ ლეგიტიმურ ფიგურას, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ზურაბიშვილი გეგმავს, მოქალაქეებს სიტყვით მიმართოს და სამოქმედო გეგმა გააცნოს. პრეზიდნტისთვის ტრიბუნა უკვე გამზადებულია.
ადგილზე იმყოფებიან პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები და ხელოვანებიც.
პრეზიდენტი იმსახურებს ნდობას. არ აქვს მნიშვნელობა, რა გადაწტვეტილებას მიიღებს, ის ჩვენ ვიდგებით მის გვერდზე. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი იმედი დღეს სალომე ზურაბიშვილია. ზურაბიშვილს მივეცი ხმა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდი, ვისი შთამომავალია, ვისი გორის არის და მისი წარსული თავისას ათქმევინებდა მას. როგორც ჩანს, არ შევცდი, - ამბობს მუსიკოსი ნინო ჟვანია.