მზადება ინაუგურაციისთვის - ყაველაშვილის ფიცს იზოლირებულად, მხოლოდ "ოცნების" წინაშე დადებს
"ქართული ოცნების" მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება. ქვეყნის არაღიარებული მეექვსე პრეზიდენტი ფიცს იზოლირებულად, მხოლოდ ერთი პარტიის წინაშე დადებს. ისტორიაში პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არცერთი ჩვენი ქვეყნის პარტნიორი არ დაესწრება. პარლამენტში საგანგებო ზომებია მიღებული ჟურნალისტებისთვისაც.
პარალელურად, მოვლენების კიდევ ერთი ეპიცენტრი ათონელის სასახლეა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალლელურად, ხალხი მხარდაჭერას ერთადერთ ლეგიტიმურ ფიგურას, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ზურაბიშვილი გეგმავს, მოქალაქეებს სიტყვით მიმართოს და სამოქმედო გეგმა გააცნოს. პრეზიდნტისთვის ტრიბუნა უკვე გამზადებულია.