პაპუაშვილისთვის ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა "უცნაურია"
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევა უცნაური მოვლენაა, რადგან ის იქ არა პირადად ტრამპმა, არამედ სხვამ მიიწვია.
სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატჯება ცოტა უცნაური ქმედებაა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ეს უცნაურობებიც დარჩება წარსულს. ტრამპს თუ სურს ვინმეს მოწვევა, მემგონი, მას არ მოერიდებოდა ვინმეს მოწვევა, - ამბობს პაპუაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზეა მიწვეული.
ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა x -ზე დაწერა.
ჯო უილსონმა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე მიწვეულია, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი.