ზურაბიშვილის ციხეში ჩასმის მუქარა მდინარაძემაც გაიმეორა

29.12.24 10:52
ზურაბიშვილის ციხეში ჩასმის მუქარა მდინარაძემაც გაიმეორა

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს ისევ დაჭერით ემუქრება. მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ თუ ზურაბიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ორბელიანების სასახლეს არ დატოვებს, "მოხდება ის, რაც მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ვინმე სხვას რომ დაეკავებინა რეზიდენცია".

ვიღაცეებს ძალიან უნდათ, რომ ციხეში ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ ორი, სამი. ასეთი კონტექსტი მიჰყვება ამ ყველაფერს. 
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი უკანონოდ დაიკავებს პრეზიდენტის რეზიდენციას? - მოხდება ის, რაც მოხდებოდა, სხვამ რომ დაიკავოს რეზიდენცია, ვისაც არ აქვს უფლება იმყოფებოდეს ამ ადგილას - ეს მოხდება ექსპრეზიდენტის შემთხვევაშიც, - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს დაემუქრა. არალეგიტიმურმა პრემიერმა განაცხადა, რომ თუ ზურაბიშვილი რეზიდენციაში გამაგრდება, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

"ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - თქვა დღეს კობახიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები