ზურაბიშვილმა ხალხის სიყვარული დაიმსახურა, ის პრეზიდენტად რჩება - ნიკა მელია
ზურაბიშვილმა ხალხის სიყვარული დაიმსახურა, ის პრეზიდენტად რჩება, - ამის შესაბ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ ათონელის სასახლესთან განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილი ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
აქ საუბარი არ არის ივანიშვილთან დაპირისპირებაში რომ არის ამიტომ არის მისასალმებელი ის, რასაც აკეთებს ქალბატონი ზურაბიშვილი. ხალხის ინტერესს ასახავს და განსაკუთრებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში დიახაც, ეს ასეა. ცხოვრება არსა არ გიმზადებს ადამიანს. პირველი დღე, სალომე ზურაბიშვილის ინაუგუაცია რომ იყო, იმ ინაუგურაციის მე და ძალიან ბევრი ადამიანი ჩასაშლელად მივდიოდით კახეთში. ნამდვილად, წრფელი გულით მჯეროდა, რომ ის ინაუგურაცია იმ დღეს არ უნად ჩატარებულიყო ბევრი მიზეზის გამო.
დღეს მისი ფორმალურად ბოლო დღეა, თუმცა ის დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად, სანამ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება და აქ ვდგავართ. დიახ, ეს საზოგადოებრივი-პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი. მთავარია, ხალხის ინტერესს ასახავდე და მან ხალხის სიყვარული დაიმსახურა. მთავარი როლის შემსრულებელი არის ხალხი, ვერცერთი პოლიტიკოსი, ვერც ზურაბიშილი, ვერც ამერიკელი კონგრესმები და პრეზიდენტი ვერაფერს გახდებოდა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, თუ არა ქართველი ხალხის ნება, - ამბობს ნიკა მელია.
"ქართული ოცნების" მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება. ქვეყნის არაღიარებული მეექვსე პრეზიდენტი ფიცს იზოლირებულად, მხოლოდ ერთი პარტიის წინაშე დადებს. ისტორიაში პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არცერთი ჩვენი ქვეყნის პარტნიორი არ დაესწრება. პარლამენტში საგანგებო ზომებია მიღებული ჟურნალისტებისთვისაც.
პარალელურად, მოვლენების კიდევ ერთი ეპიცენტრი ათონელის სასახლეა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალლელურად, ხალხი მხარდაჭერას ერთადერთ ლეგიტიმურ ფიგურას, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ზურაბიშვილი გეგმავს, მოქალაქეებს სიტყვით მიმართოს და სამოქმედო გეგმა გააცნოს. პრეზიდნტისთვის ტრიბუნა უკვე გამზადებულია.