პრეზიდენტმა "ოცნებას" "გაყიდულები" და "დაბოღმილები" უწოდა

29.12.24 11:17
პრეზიდენტმა "ოცნებას" "გაყიდულები" და "დაბოღმილები" უწოდა

იქითკენ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, სანქცირებულნი და დაბოღმილები, ჩვენთან არის სიმართლე და სიყვარული, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლესტან გამართულ ბრიფინგზე ისაუბა. პრეზიდენტმა მოქალაქეებს უთხრა, რომ მათთან სიყვარული სუფევს და ამიტომაც, აუცილებლად გაიმარჯვებენ. 

იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის გვეშინია, არც გისოსების... ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება... იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული, სანქცირებული და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი და მშვიდი. ჩვენთან არის სიმართლე, რადგან ჩვენთან არის სიყვარული - ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

"ქართული ოცნების" მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება. ქვეყნის არაღიარებული მეექვსე პრეზიდენტი ფიცს იზოლირებულად, მხოლოდ ერთი პარტიის წინაშე დადებს. ისტორიაში პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არცერთი ჩვენი ქვეყნის პარტნიორი არ დაესწრება. პარლამენტში საგანგებო ზომებია მიღებული ჟურნალისტებისთვისაც. 

პარალელურად, მოვლენების კიდევ ერთი ეპიცენტრი ათონელის სასახლეა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალლელურად, ხალხი მხარდაჭერას ერთადერთ ლეგიტიმურ ფიგურას, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს.

 

მსგავსი სიახლეები