პრეზიდენტი: შსს-ს კრიმინალური ვერტიკალი მართავს
სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისზეც ესაუბა და თქვა, რომ "ოცნების" შიგნით რღვევა უკვე დაწებულია. პრეზიდენტმა ყურადღება ძალოვანებზეც გაამახვილა და პირდაპირ თქვა, რომ დღეს შსს-ს კრიმინალური ვერტიკალი მართავს.
კრიზისი ამიტომ არის ტოტალური, რომ ამას მოყვა რღვევა და დაშლა თვით ამ მმართელ პარტიაში, რასაც ვხედავთ და უკვე ვგრძნობთ, რომ შიგნით შეიქმნა უნდობლობა, ძალოვნებში. არ შეიძლება, რომ ჩვენი პოლიცია, რომელმაც ბევრი რამე გაიარა და ბევრი მოითმინა, მაგრამ დღეს რამდენად ითმენს და მოითმენს, რომ კრიმინალური ვერტიკალი მართავდეს მას, ალბათ დიდხანს - არა, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში საპრეზიდენტი ფიცი დადო. ინაუგურაციას მხოლოდ "ოცნების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარალელურად, მოვლენების კიდევ ერთი ეპიცენტრი ათონელის სასახლე იყო, სადაც ლეგიტიმურ პრეზიდენტს საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა.