კობახიძე უილსონს "ამერიკელ კუბილიუსად" მოიხსენიებს
ირაკლი კობახიძე ტრამპის გარემოცვის წევრს და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს ჯო უილსონს "ამერიკელ კუბილიუსად" მოიხსენიებს. არალეგიტიმური პრემიერი ამტკიცებს, რომ უილსონის სიტყვები არაფერს ნიშნავს და სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე "რიგითი მოქალაქის" სტატუსით მიიწვიეს.
სალომე ზურაბიშვილი ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ინაუგურაციაზე. ზურაბიშვილს შეუძლია, დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასიათასობით ადამიანი. როგორც მოქალაქე ზურაბიშვილი. ამერიკელი კუბილიუსის განცხადებებს არავითარი დატვირთვა არ აქვს, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზეა მიწვეული.
ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა x -ზე დაწერა.
ჯო უილსონმა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე მიწვეულია, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი.