სვეტიცხოველში სალომე ზურაბიშვილის თხოვნით სამადლობელი პარაკლისი მიმდინარეობს
სვეტიცხოველში ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილის თხოვნით სამადლობელი პარაკლისი მიმდინარეობს. პრეზიდენტი პარაკლისს შვილთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ესწრება.
ცოტა ხნის წინ ტაძარში შეკრებილებს მამა ილია კავსაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ პარაკლისი სწორედ სალომე ზურაბიშვილის თხოვნით იმართება. სასულიერო პირმა მიმდინარე პროცესებში სალომე ზურაბიშვილის როლზე ისაუბრა.
მამა ილია კავსაძემ სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეს შეადარა.