ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ ივანიშვილის დასანქცირება არაფერს ცვლის
ივანიშვილი პრემიერი ამტკიცებს, რომ ოლიგარქის დასანქცირება არაფერს ცვლის. ამასთან, ლევან დავითაშვილი ფაქტს "სამწუხაროს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ამ გარემოებას ოპონენეტები საკუთარი კამპანიის საწარმოებლად გამოიყენებენ.
ბატონი ბიძინასთვის ეს არახალია და ეს ადამიანი მზად იყო, მან არაერთხელ გააკეთა განცხადება საზოგადოებისთვის და ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ ვერანაირი მუქარა ან სანქცია მის გადაწყვეტილებებზე ვერ იმოქმედებს. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა ნამდვილად, კონკრეტულად არაფერს ცვლის. ოპონენტებისთვის ეს არის გარკველი დამატებითი ბიძგი, დამატებითი ინფორმაცია, რომელზეც მათ შეუძლიათ, ააწყონ თავიანთი კამპანია, - ამბობს ივანიშვილის ვიცე-პრემიერი.
რუსეთის სასარგებლოდ, საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) თბილისის დროით ზუატად 20:00 საათზე გამოაქვეყნა.